Saturday, December 17, 2022

პროექტი: ფიზიკა სამზარეულოში

 

1.პროექტის სახელწოდება: „ფიზიკა სამზარეულოში“

2.პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეებმა მშობლებთან ერთად მათთვის ყველაზე უფრო მიჩვეულ ადგილებში,დაინახონ ფიზიკური მოვლენების სამყარო და შეეცადონ მათი ახსნა.

3.პროექტის აქტუალობა: მოგზაურობა ფიზიკის საოცარ სამყაროში,აღმოჩენებებითა და გამოგონებებით რომლებიც სახლის სამზარეულოში შესრულდება.

4.პროექტის მიზნები:

·         სამეცნიერო კვლევითი მეთოდებისა და პრინციპების ტექნიკის შესწავლა.

·         კვლევითი სამუშაოს შესრულების გზით მოსწავლის თვითრეალიზების პირობების შექმნა.

·         კვლევითი საქმიანობის მოტივაციის ფორმირება.

·         შემოქმედებითი საქმიანობის მოტივაციის ფორმირება.

·         დამოუკიდებლობის განვითარება.

·         მშობლების ჩართვა ერთობლივ სამეცნიერო საქმიანობაში.

5.მონაწილეთა ასაკი:  13-15 წელი (VIII-IX კლ.მოსწავლეები).

6.ვადები/ხანგრძლივობა:  ოთხი დღე.

7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას: 

·         პროექტის მონაწილეები შეისწავლიან ბევრ ახალს ჩვენს გარშემო არსებულ სამყაროზე

·         თვითონ იგრძნობენ თავს ექსპერიმენტატორების როლში,ჩაატარებენ მარტივ მაგრამ საგანმანათლებლო ცდებს ფიზიკური პროცესების დასამზერად (მორიტორინგისათვის).

·         იპოვიან პასუხს შეკითხვაზე „რატომ არის ეს ასე?“.

·         გაიღმავებენ ცოდნას ფიზიკაში.

8.პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები:

სპირტი,ბენზინი,წყალი,საათი,ფილტრის ქაღალდი,ლამბაქები,თუჯის და ფოლადის ქვაბები,კოლბები,მშრალი სპირტი,ჭურჭელი ყინულით,წამმზომი,3 ჭიქა,“არქიმედე“ მინი ლაბორატორია სენსორებით.

9.პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):

     VIII კლასის მოსწავლეებმა იციან:

·         ნაწილაკთა ქაოსური მოძრაობა და მათი დამოკიდებულება ტემპერატურაზე.

·         დიფუზიის სიჩქარე მყარ,თხევად და აირად სხეულებში.

·         ინერციის მოვლენა.

·         მექანიკური მოძრაობა.

·         ნივთიერების სიმკვრივე.

     IX კლასის მოსწავლეებმა იციან:

·         სითბური პროცესები.

·         ნივთიერების თბოგამტარობა.

·         აორთქლება და კონდენსაცია.

·         ორთქლადქცევის და დუღილის პროცესი.

·         ჰაერის ტენიანობა.

 

IX კლასის მოსწავლეები ცდებს და დაკვირვებებს აწარმოებენ სახლის სამზარეულოში „არქიმედეს“ ლაბორატორიის სენსორების დახმარებით და აკეთებენ ჩანაწერებს:

ჰაერის ტემპერატურა სამზარეულოში +250c

ღუმლის ზედაპირის ტემპერატურა +2100c

ტაფის ზედაპირის ტემპერატურა +2000c

ჰაერის ტენიანობა  87%

დავალება:

ყურადღებით დაათვალიერონ ნივთიერებები რისგანაც არის დამზადებული ქვაბები და ტაფები სამზარეულოში.

მოიფიქრონ პასუხი კითხვაზე:რატომ ანიჭებენ გამოცდილი მზარეულები უპირატესობას თუჯისგან დამზადებულ ქვაბებს და ტაფებს,და არა ფოლადისგან დამზადებულს?

 

მოსწავლეებმა ჩაატარეს გაზომვები ქვაბში წყლის დუღილის პროცესში.აკვირდებოდენ ორთქლადქცევის პროცესს და ჩაატარეს გაზომვები ორთქლის და სითხის ტემპერატურის:

სითხე      +1000c

ორთქლი +1000c

აწარმოეს სითხის აორთქლების სიჩქარეზე დაკვირვება.ხელსაწყოები და რესურსები:                3 სხვადასხვა სითხე(სპირტი,ბენზინი,წყალი),საათი,ფილტრის ქაღალდი,ლამბაქი. გაზომეს ჰაერის ტენიანობა საკვების მომზადების პროცესში:

სამზარეულოში საკვების მომზადების წინ - 75%

სამზარეულოში საკვების მომზადებისას  - 87%

დააკვირდნენ ნივთიერების წვის პროცესს.მასალები და ხელსაწყოები:კოლბები ერთნაირი მოცულობის წლით შევსებული,მშრალი სპირტი,ბენზინი ქურაში,სპირტი ქურაში,“არქიმედეს“ ლაბორატორიის ტემპერატურის სენსორები.

დავალება:

1.       გადაზომონ ერთნაირი მასის ბენზინი,სპირტი და მშრალი სპირტი.

2.       ერთნაირი რაოდენობის საწვავის დაწვისას,გაზომონ ტემპერატურა გამაცხელებელ ქურაში.

3.       შეაფასონ სითბოს რაოდენობა მიღებული ყველა წყლიან კოლბაში.

4.       დასკვნის გაკეთება.

5.       პასუხი გასცენ კითხვას: ამ საწვავებიდან რომელი უფრო ხელსაყრელია ზამთრის პირობებში გამოსაყენებლად ლაშქრობის დროს საკვების გასაცხელებლად?

ყინულის დნობაზე დაკვირვება.მასალები და ხელსაწყოები: ჭურჭელი ყინულით(ყინულის ტემპერატურა -100c-დან -500c-მდე),“არქიმედეს“ლაბორატორიის ტემპერატურის სენსორებით,სპირტქურა,წამმზომი.

დავალება:

1.       ყოველ 10 წმში ტემპერატურის გაზომვა როგორც ყინულის ასევე გამოყოფილი სითხის.

2.       გრაფიკის აგება(ტემპერატურის ცვლილებისა დროში).

3.       რატომ არ იცვლებოდა სითხის ტემპერატურა დნობის პროცესში?

4.       დასკვნის გაკეთება.

ჩატარებული სამუშაოს დასკვნები:

1.       მასიურ და სქელ ძირიან თუჯის ქვაბებს და ტაფებს ძირი უცხელდებათ თანაბრად,ვიდრე თხელი ფოლადის ფენიდან დამზადებულს.ფოლადის ტაფის ძირი რომელიც უშუალოდ ცეცხლის ალზეა განთავსებული განსაკუთრებით ძლიერ ცხელდება და მათზე საჭმელი ხშირად ეკვრება და იწვება.

2.       იმის მიუხედავად,რომ წყლის დუღილის ტემპერატურა და ორთქლის ერთნაირია,ორთქლის ენერგია მეტია ვიდრე მდუღარე წყლის,ამიტომ ორთქლით დაწვა უფრო სახიფათოა.

3.       სპირტის ორთქლადქცევის კუთრი სითბო მინიმალურია,წყლის კი მაქსიმალური.

4.       ყველაზე დიდი წვის კუთრი სითბო აქვს ბენზინს,მინიმალური-სპირტს, ამიტომ ხელსაყრელია ბენზინის გამოყენება.

5.       ფაზური გადასვლისას ყინული-წყალი,სითბო მთლიანად ხმარდება კრისტალური მესრის დაშლას.

VIII კლასელების ექსპერიმენტი:დაკვირვება როგორ არის ტემპერატურაზე დამოკიდებული ნაწილაკთა ქაოსური მოძრაობა.

დავალება:

აიღეთ სამი ჭიქა:

1.       პირველში ჩაასხით მდუღარე წყალი.

2.       მეორეში ჩაასხით თბილი წყალი.

3.       მესამეში ჩაასხით ცივი წყალი.

4.       ყველა მათგანში ჩააგდეთ ჩაის გრანულები.

5.       ახსენით დანამზერი.

დიფუზიის სიჩქარე აირებში,სითხეებში და მყარ სხეულებში:

1.       გაჭერით ფორთოხალი.

2.       ჩაუშვით მდუღარე წყალიან ჭიქაში ჩაის პაკეტი.

3.       უმი კარტოფილის ჩამონათალზე დააყარეთ მაგნიუმის რამოდენიმე კრისტალი.

4.       ხუთი წუთის შემდეგ გააკეთეთ დასკვნა როგორ არის დიფუზიის სიჩქარე დაკავშირებული ნივთიერების აგებულებაზე.

ჩატარებული სამუშაოს დასკვნები:

1.       მოლეკულების ქაოსური მოძრაობა იზრდება  ტემპერატურის გაზრდით, ჭიქაში რომელშიც ცხელი წყალი ასხია ინტენსიური შეღებვა მიმდინარეობს.

2.       დიფუზიის სიჩქარე დაკავშირებულია ნივთიერების გვარობაზე.ჯერ ჩვენ ვიგრძენით ფორთოხლის სუნი,შემდეგ მოხდა სითხის შეღებვა,ბოლოს გაიხსნა მაგნიუმის კრისტალები კარტოფილზე.

პროექტზე მუშაობის შედეგების საერთო დასკვნები:

1.       პროექტის კვლევის პროცესის დროს მოსწავლეების მიერ ჩატარებული იყო სხვადასხვა სახის სამუშაოები: ფიზიკურ პროცესებზე დაკვირვება,ფიზიკური სიდიდეების გაზომვები,შედეგების ანალიზი.

2.       ყველა მოსწავლემ მათთვის არაფორმალურ გარემოში:თავიანთ სამზარეულოში, დამატებითი მეცადინეობის დროს სკოლაში, შეიძინეს და განამტკიცეს შემდეგი  უნარ-ჩვევები: კვლევითი,ანალიტიკური,ჯგუფური მუშაობის,ტოლერანტობის, აღმოჩენითი,კომმუნიკაციის,თავიანთი შესაძლებლობების ცნობიერების(შემეცნების)

3.       ყველაზე მთავარი იმის შემეცნება,რომ ფიზიკა-არ არის საშიში,ფიზიკა-არის საინტერესო.

10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:

 

11.პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი):   ზაზა ცეცხლაძე,ფიზიკა.

12.ხელმძღვანელის  ელ.ფოსტა:   z.tsetskhladze71@gmail.com

13.პროექტის  ვებ-გვერდი/ბლოგი:  ztsetskhladze blogspost.com

 

 

No comments:

Post a Comment